fbpx

მონოკლონური ანტისხეულები, მედიცინის ხვალინდელი დღეა-თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “მონოკლონური ანტისხეულები, მედიცინის ხვალინდელი დღეა.” მისივე თქმით, ძალიან ბევრი სიმსივნური დაავადება, მათ შორის ლიმფომები, სოლიდური სიმსივნეები დღეს, მონოკლონური ანტისხეულებით იკურნება.

„როდესაც ასეთ მედიკამენტს შეიყვან COVID19-ით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში, ძალიან დიდი ალბათობით, ეს ანტისხეულები გაანადგურებენ ვირუსს და ხელს შეუშლიან მის რეპლიკაციას, გამრავლებას და პაციენტი განიკურნება”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მონოკლონური ანტისხეულები სინთეზირებული ანტისხეულებია, რომლებიც ჰიბრიდული უჯრედების მიერ წარმოიქმნება და ის ანტიგენის მიმართ მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევა. მონოკლონური ანტისხეულების შექმნა ლაბორატორიაში ხდება და ის იმ ანტისხეულების მსგავსია, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის ხოლმე სხვადასხვა დროს. ვირუსის წინააღმდეგ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების ეფექტურობა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ეს მონოკლონური ანტისხეულები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება