fbpx

მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა-ანა ფოტიგა

მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„მინდა ვაღიარო ის კარგი შედეგები, რომელიც საქართველოს აქვს კოვიდ-19-ის ბრძოლის კუთხით, რაც ნაწილობრივ ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომაა, რომ არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი მიუხედავად მთავრობებისა – განაცხადა ანა ფოტიგამ.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნა კვლავ ოკუპაციის ქვეშაა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება არ სრულდება, და ყოველდღიურად ადგილი აქვს ბორდერიზაციის პროცესს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება