fbpx

მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა – დავით ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა ამბობს, რომ მან საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა მოიპოვა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთა უდაბნოსთან.

ხიდაშელის თქმით, რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს.

„მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში.

51 წელი დაწერეს, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია აქაც, რომ ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან და საზღვარი მკაფიოდ ჩანს სად გადის.

მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში, მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში.

ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების და რუსული რუკიდანაც ავიღეთ. ავიღე ეს გერმანული რუკაც გამოცემული. სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში ავიღე. რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გაუზიარე!

Shares