fbpx

ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, ყველამ ჩააბარონ პლაზმა, ამით სიცოცხლეს გადაარჩენთ-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებისთვის.

„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს ინოვაციური მიდგომა გამოიყენა. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ, მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა. ამით სიცოცხლეს გადაარჩენთ, განცდა მთელი ცხოვრება გაგყვებათ,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares