fbpx

მოეშვი „ველიკა დერჟავულ” ჩვევებს,მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი.-ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე მიმართავს გენადის ონიშენკოს, რომელმაც ოფიციალური მოსკოვის სახელით ლუგარის ლაბორატორიაში დაშვება მოითხოვა.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, გავალებენ. სამჯერ დაგპატიჟეთ. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს. კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში.

მოეშვი „ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად

„30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს როგორმე უნდა გაითავისონ და შეეგუონ.

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში”.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება