fbpx

მოდი დავიმდაბლოთ თავი და დავრჩეთ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ მოწყალე და სამართლიანი აზრთა გამრიგე ამხელა მსხვერპლს დამიფასებს-ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი-ძალიან ნათლად და ცხადად არის ნათქვამი – დარჩი სახლში. ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, შეიძლება ითქვას, გმირობაც.

როდესაც ადამიანი მონაწილეობს ლიტურგიაში, მისი საბოლოო მიზანია სულის ცხონება ანუ გადარჩენა. დავიმახსოვროთ ეს სიტყვა. როდესაც რიო-დე-ჟანეიროში თვითმფრინავი ჩამოვარდა და იოსებ ჟორდანია უნდა გადარჩენილიყო, თვითონ რომ მოიხსნა და 6 თვის ამერიკელ გოგონას მისცა, შენ გადარჩიო. მოდი დავიმდაბლოთ თავი და დავრჩეთ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ მოწყალე და სამართლიანი აზრთა გამრიგე ამხელა მსხვერპლს დამიფასებს.

აღდგომა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა, ამიტომ სასაფლაოზეც, როგორც სიკვდილის მუზეუმში, ცოტა მერე წავიდეთ. გაიმარჯვოს სიცოცხლემ სიკვდილზე ყველგან. ავიყვანოთ თავი ხელში და დავიცვათ კანონი. სახელმწიფოს, რომელმაც თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ორი დიდი ინტერესის ჰარმონიის ძებნა დაიწყო, მას ხომ ნეგატიურთან ერთად პოზიტიური ვალდებულებაც აქვს. ნუ დავაყენებთ არჩევანის წინაშე, არ დავარღვიოთ კანონი. ვიყოთ სამაგალითონი და დავრჩეთ სახლში. გავხდეთ ჩემპიონები კანონის არდარღვევაში და დავუნგრიოთ ეს სტერეოტიპი როგორც გარე სამყაროს, ასე ჩვენს შიგნით არსებულ სკეპტიკოსებს“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება