fbpx

მობილური საბანკო ტროიანელები საქართველოს მომხმარებლებს უტევენ ორჯერ ნაკლებად

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მობილური ტროიანული პროგრამები  თავს დაესხნენ მომხმარებელთა 0.02% -ს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში  მომხმარებელთა 0,03% შეეჯახა ამ მავნე პროგრამას.

2020 წლის აპრილ-ივნისში, ქართველი მომხმარებლების 0,04% -ს თავს დაესხნენ მობილური ტროიანელები, ანალოგიური მაჩვენებელი დარეგისტრირდა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში მობილური მოწყობილობების მფლობელთა 0,07% -ს შეექმნა ასეთი სიტუაცია. ამის შესახებ მოწმობს  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის აპრილ-ივნისში, მობილური ტროიანელები მსოფლიოში ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ მომხმარებლებს იაპონიაში (1,62%),  ესპანეთსა (0,76%) და საფრანგეთში (0,71%).

2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა გამოავლინეს  24 604 მობილური ბანკის ტროიანთა საინსტალაციო პაკეტი.  ეს  710 -ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის პირველ კვარტალში და 16 801-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ  –  2020 წლის მეორე კვარტალში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიბერდამნაშავეები  აინფიცირებენ მობილურ მოწყობილობებს საბანკო ტროიანებით, რათა მიიტაცონ საბანკო ბარათებისა და მომხმარებლის პროგრამების მონაცემები. უკვე დაინსტალირებული მავნე პროგრამა გადაფარავს  საბანკო პროგრამის ინტერფეისს, ხოლო ტროიანულ ინტერფეისში შეტანილი  საბანკო მონაცემები გადაეცემა კიბერდამნაშავეებს. ისინი ასევე ხსნიან გზას მსხვერპლის ფულისაკენ იმ მობილური საბანკო ტროიანელთა  საშუალებით, რომლებიც იღებენ SMS- ს ბანკებიდან  დადასტურების კოდებით. მობილურის მომხმარებლებმა არ უნდა გადასცენ პერსონალური და საბანკო მონაცემები ვიღაცეებს  ინტერნეტში, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას “ითხოვს” “მომგებიანი” შეთავაზებების საპასუხოდ. ასევე,  არ უნდა გადმოწეროთ პროგრამები არაოფიციალური წყაროებიდან, ვინაიდან საბანკო ტროიანები ხშირად იტვირთებიან ასეთ პლათფორმაზე  განთავსებულ  სხვა პროგრამებთან ერთად. ტროასაგან  და სხვა მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად,   მობილურ მოწყობილობაზე უნდა დააინსტალიროთ საიმედო ანტივირუსი, რაც ხელს შეუშლის  ინსტალაციას და  გაგაფრთხილებთ თქვენ მავნე საიტზე გადასვლამდე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება