fbpx

მიხეილ ყაველაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: საუბარია არა რაიმეს აკრძალვასა და შეზღუდვაზე, არამედ – გამჭვირვალობაზე. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია და რა მიზნები აქვს

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი იმ ორგანიზაციის დაფინანსებისა და მიზნების შესახებ, რომელიც ჩვენს სივრცეში მოქმედებს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი. 

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ავტორიც „ხალხის ძალაა“ მოსახლეობის ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს. 

„ჩვენ ავიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის პრაქტიკა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი იმ ორგანიზაციის დაფინანსებისა და მიზნების შესახებ, რომელიც ჩვენს სივრცეში მოქმედებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში. საუბარია არა რაიმეს აკრძალვასა და შეზღუდვაზე, არამედ – გამჭვირვალობაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება