fbpx

თამთა მეგრელიშვილი ფადი ასლის: ბატონი სოზარ სუბარი, თავისი პოლიტიკური გამოცდილებითა და სტატუსით, ჯიბეში გისვამს – ასეთ ადამიანებზე საუბრისას, სიტყვები და ტონი შეარჩიე, ზედმეტი ბაქიაობა კაცად ვერ გაქცევს

„ფადი ასლი, რას ან ვის წარმოადგენ, ყველამ კარგად ვიცით! უსამშობლო ბიზნეს აგენტი ხარ, პოლიტიკურად შეზრდილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – სისხლიან ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფადი ასლის Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

„შენი საჯარო გამოსვლის „მარგალიტებიდან“ მახსოვს, ამტკიცებდი, – თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზეო. ხოდა, 2022 წლის მონაცემებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $ 5,664 დოლარი იყო. ანუ რუსთაველზე შიშველი სირბილი შეგეწერა და როდის „გვაბარებ?“.

მინაწერი: ვიდრე ბატონ სოზარზე საუბარს დაიწყებ, პირი გამოირეცხე. ხომ ხედავ, თავისი პოლიტიკური გამოცდილებითა და სტატუსით ჯიბეში გისვამს და პასუხის ღირსადაც არ გთვლის. მიხედე შენს „აყროლებულ“ ბიზნესს და დაიმახსოვრე – ასეთ ადამიანებზე საუბრისას სიტყვები და ტონი შეარჩიე. ზედმეტი ბაქიაობა კაცად ვერ გაქცევს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება