fbpx

მიხეილ ყაველაშვილი დეკანოიძეს: ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის – უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრალდებებს უპასუხა. 

„შენ ხარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი სამშობლო დაადანაშაულა უკრაინის ტელევიზიაში [რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებასა და ე.წ შავი ხვრელების არსებობაში]. შენ საქართველოს არ წარმოადგენ! ამერიკის ელჩი გამოვიდა და უარყო ის ინფორმაცია, რომელსაც შენ საკუთარ ქვეყანას აბრალებდი! არაფრის არ გრცხვენია! შენ სამშობლოს არ წარმოადგენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენ. შენ უკვე გაყიდე სამშობლო. იმ ძალის წარმომადგენელი ხარ, რომლებმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ქვეყანა გაყიდეთ და ახლა გვაქვს ერთი სამშობლო? ვერ გაექცევით იმ რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს შენმა კოლეგებმა და ვაცხადებ – დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს იმ საგამოძიებო კომისიას, რომელიც [2008 წლის ომს გამოიძიებს] და ბოლომდე დაასრულებს „ნაციონალური მოძრაობას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება