fbpx

თამარ ჩიბურდანიძემ, ნაცვლიშვილისა და სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა

დღეს პარლამენტის ეთიკის კომისიაში შევიტანე განცხადება დეპუტატების, ანნა ნაცვლიშვილის და სალომე სამადაშვილის, მიერ ჩემს წინააღმდეგ ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე. იმას, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 2 მარტს, გამართლება არა აქვს. გარდა იმისა, რომ იმ დღეს ორივე დეპუტატმა შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემს მიმართ ზეწოლა გრძელდება მათი საკუთარი მედია საშუალებების მხრიდან, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ვალდებულია, თანასწორად ეპყრობოდეს ყველა მოქალაქეს პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

„ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი პატივს უნდა სცემდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ კოდექსის მიხედვით მივიჩნევ, რომ დეპუტატებმა ანნა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა დაარღვიეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი და მივმართე კომისიას განსახილველად. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზნეობასა და ეთიკას მოკლებული ადამიანები უნდა მოღვაწეობდნენ. მათ ჩვენ ვუხდით ხელფასებს და ასეთ მდაბიო ქმედებას არ უნდა სჩადიოდნენ. შეიძლება, რიგით ადამიანს ეპატიოს მსგავსი ქმედება, მაგრამ პარლამენტის წევრს – არა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება