მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.მიხეილ სარჯველაძემ, მათ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულიმიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულსაკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვისხეობის, 16 სოფლის მაცხოვრებლები, 650-მდე ადამიანი ცხოვრობს.მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფელ შავშებში გამართულშეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგიცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლიაგიგაური, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევანხარაბაძე. შეხვედრაზე, სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება