მიხეილ სარჯველაძემ „ჯეოანესთეზია 2024“-ში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, „ანესთეზიოლოგია და ინტენსიურითერაპიისადმი“ მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა დატკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები დასიახლეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებასანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილისმკურნალობის პრაქტიკაში.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, ტოქსიკოლოგია დაგადაუდებელი მედიცინა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ისმნიშვნელოვანი სექტორებია, რომელთა ფარგლებშიც, მომსახურების ხარისხისა დაპაციენტის უსაფრთხოების დაცვას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება.„კონფერენციის თემატიკა ეხმიანება მედიცინის ისეთ მიმართულებებს, რომელშიცუშეცდომოდ და უნაკლოდ მკურნალობის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია. ესის სექტორებია, სადაც განსაკუთრებულად დიდია მეტი ცოდნის, მეტი აკადემიურიცოდნის, ამ ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების საჭიროება, რისი საუკეთესოსაშუალებაც სწორედ აღნიშნული კონფერენციების ჩატარებაა“,-განაცხადა მიხეილსარჯველაძემ.საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინოსექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრებიესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება