fbpx

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტოკოლონებით აქცია იმართება

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტოკოლონებით აქცია იმართება. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაც იმყოფება. ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა და განვითარების გზაზე დააყენა. 

მისი თქმით, პუტინი მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია. 

„დღეს, როცა მთელი მსოფლიო დაზაფრულია და მოლოდინშია პუტინის ახალი, სახიფათო სამხედრო აგრესიის ტალღის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ რუსთავის ციხეში ტყვეობაში არის აყვანილი პუტინის პირადი მტერი. პუტინისთვის მტერი არის ნებისმიერი თავისუფალი ქვეყანა, განვითარების და დასავლეთის გზაზე დამდგარი. ასეთი ქვეყანაა დღეს უკრაინა და იმიტომაც ხდება ის, რაც ხდება.

ასეთი სახელმწიფო ვიყავით წლების განმავლობაში და იმიტომაც ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, მიუხედავად განვითარებისა დიდი და რეფორმებისა, რომელსაც ატარებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, რუსეთი ჩასაფრებული მზაკვრული გეგმები იყო მუხრუჭი. რომ არა ის ბოროტი ძალა, ქვეყანა სხვა განვითარების დონეზე იქნებოდა.

ჩვენი ვალდებულებაა ადამიანური, მეგობრული, პოლიტიკური, რომ ვიყოთ სხვადასხვა ადგილებში ძალიან ხშირად, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს ვადას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ჰყოფნის. ტყვე ხარ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არ აქვს და ისე ხარ  გამოკეტილი ციხეში. ტყვე ხარ, როდესაც შენ არ გეძლევა შესაძლებლობა თვეების განმავლობაში მიიღო მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა და განვითარების გზაზე დააყენა. 

საზოგადოების მაჯის ცემაზე ხელი მიდევს და ვიცი, რომ უმრავლესობა თვლის, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ტყვეობაში და არავის აქვს უფლება ნორმალურ სახელმწიფოში გაასამართლოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.  

მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება