fbpx

მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე – ცხადია, რა მისიით ჩამოვიდა და რას აპირებდა აქ, მისი გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას “მიშას შაჰიდების მხრიდან მცირეოდენი ხმის ამოღება, არა თუ ქმედება, აქცია, ფეიკების აგორება – კრემლის დესანტის მოქმედების ტოლფასად უნდა იქნას აღქმული!”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი. ექსპერტი იხსენებს შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ინტერვიუს CNN-თან, სადაც იგი აცხადებს, რომ 2008 წელს საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდა. “ახლა უკვე ცხადია რა ინფორმაციები ჰქონდა სააკაშვილს რუსეთიდან და რას გამოასწრო მან უკრაინიდან საქართველოში. ცხადია, რა მისიით ჩამოვიდა და რას აპირებდა აქ. მიშას გეგმები სისრულეში რომ მოსულიყო, ახლა ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინას. დღეს მიშას შაჰიდების მხრიდან მცირეოდენი ხმის ამოღება, არა თუ ქმედება, აქცია, ფეიკების აგორება – კრემლის დესანტის მოქმედების ტოლფასად უნდა იქნას აღქმული!”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება