fbpx

მირიან ყარაულაშვილი: 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით გაიმარჯვებს!

`გიგა მაქარაშვილი წარმოშობით თელაველია და როგორც ამბობენ თელავში, მისი ნამდვილი გვარი გახლავთ არუთინოვი!~

`საქართველოში გადატრიალების მოწყობა დღესაც და ბოლო სამი საუკუნის მანძილზედაც  მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის!~

`შევარდნაძემ შექმნილი გარემოების გამო სიფხიზლე დაკარგა და მართვის სადავე ხელიდან  გაუშვა… მიმაჩნია, რომ შევარდნაძეს უღალატეს მეგობრებმა და ზოგიერთმა მასთან დაახლოვებულმა პერსონამ, შევარდნაძემ კი შესაბამისად “უღალატა” საკუტარ თანამშრომლებს და თანამოაზრეებს  და დაკარგა  ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარებიდან 2003 წლამდე იყო აბსოლუტურად პროდასავლური ორიენტაციის დემოკრატია !~

`ის, რომ 2008 წელს ომი უნდა დაეწყოთ და რუსეთისთვის დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზაცია მოეხდინა, სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე  პირადად შეთანხმებული ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან !~

`როცა გოგაშვილი ნოდარ მელაძის ეთერში დაჯდა, იქ შეწყდა ჩვენს შორის ურთიერთობაც, დარჩა მხოლოდ რამოდენიმე სატელეფონო საუბარი და ისიც თიტქმის ერთი წელია აღარ ყოფილა!~

    საინფორმაციო სააგენტო `იქს-ნიუსის~ დამფუძნებელი ანალიტოკოსი მირიან ყარაულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მთელი იმ ორომტრიალის უკან, რომელიც საქართველოში პოლიტიკური სივრცის არევას ემსახურება, არა დასავლეთი, არამედ რუსეთი დგას! ჩვენი რესპონდენტის ბევრი მოსაზრება შესაძლოა, საკამათოა, მაგრამ ამავდროულად _ საინტერესო, რაშიც წინამდებარე საგაზეთო ინტერვიუს გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით.

     – იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოს მსგავსი გეოპოლიტიკურ სიტუაცია აქვთ, გადატრიალების საფრთხე სულ არსებობს და კვლავაც იარსებებს. უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში კავკასიაში, პოსტსაბჭოტა სივრცესა და ე.წ. ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებში პოლიტიკური წესრიგის შეცვლას ანხორციელებს  მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. ახლაც საქართველოში არსებული პოლიტიკური წესრიგის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის!

– ბატონო მირიან, ე.ი. ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე მხოლოდ რუსეთმა დაამხო?

  -დიახ, რა თქმა უნდა!  Pირველ რიგში ზვიადი დაამხო საკუთარმა გარემოცვამ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მათგან ვიღაცები დამოუკიდებლად დაკავშირებული იყვნენ რუსეთთანაც!

-აკი ზვიადი ამბობდა, საქართველოში გადატრიალება ოკეანის გაღმიდან დაიგეგმა ბეიკერისა და ბუშის ლოცვა-კურთხევითო?!

  -არა, გამსახურდიას ეს არასოდეს უთქვამს!

– ეს ზვიადის სიტყვებია!

 -ეტყობა, შეცდა, ან ჭირდებოდა ამის თქმა! Mასე რომ გაყვე, ზვიადის ცოლ-შვილი ათი-თორმეტი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთის ქვეშევრდომები იყვნენ. იარაღი და ინსტრუქტორები, რომლის საშუალებითაც გადატრიალება მოხდა და ზვიადი დაამხეს, იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსული.

-გეთნახმებით, მაგრამ პოლიტიკური შეფუთვა ამ ყველაფერს ვინ გაუკეთა?

  – ესეც რუსეთმა გააკეთა! თქვენ თუ შევარდნაძის ჩამოსვლას გულისხმობთ, გეტყვით, რომ ეს იყო სულ სხვა პროცესი. ჯაბას, სიგუას და კიტოვანს გაუჭურდათ პროცესების მართვა და ამ ძიებაში მივიდნენ შევარდნაძემდე.

– ანუ შევარდნაძე რუსეთმა დასვა?

  -არა, შევარდნაძე ე.წ. სამხედრო საბჭომ მოიწვია.

– თქვენ ფიქრობთ, რომ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა დასავლეთთან შეთანხმებული არ ყოფილა?

  – თავიდან არ ყოფილა, მაგრამ როცა ჯაბა იოსელიანი და დანარჩენები მასთან სათხოვნელად მივიდნენ, მერე უკვე შევარდნაძემ დასავლეთთან გამართა შესაბამისი კონსულტაციები; ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს აღწერილი ჯაბა იოსელიანს წიგნში “ლიმონათის ქვეყანა”.

-2003 წელს შევარდნაძე რუსეთმა დაამხო?

-აბსოლუტურად ასეა !

– გამოდის, რომ სააკაშვილი რუსული პროექტია?

  -სააკაშვილი თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია და თუ ვინმე ამას დღემდე ვერ ხვდება, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მეცოდება!

 – როგორ, რანაირად, როცა დასავლეთი სააკაშვილს `დემოკრატიის შუქურას~ უწოდებდა?

  -ეგ პროცესები  დაიწყო მას შემდეგ, რაც შევარდნაძე ხელისუფლებაში აღარ იყო… მიმაჩნია, რომ შევარდნაძეს უღალატეს მეგობრებმა და ზოგიერთმა მასთან დაახლოვებულმა პერსონამ, შევარდნაძემ კი შესაბამისად “უღალატა” საკუტარ თანამშრომლებს და თანამოაზრეებს  და დაკარგა  ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლობის აღიარებიდან 2003 წლამდე იყო აბსოლუტურად პროდასავლური ორიენტაციის დემოკრატია !

   -ბატონო მირიან, თუ სააკშვილი რუსული პროექტია, მაშ რატომ ჩამოვიდა კოლინ პაუელი მის კორონაციაზე, ხოლო მოგვიანებით რატომ ჩამოვიდა ბუში, რომელმაც ჭრელი აბანოს წინ იცეკვა `ბუშური~? თვალს გვიხვევდნენ  და რუსეთის მიერ დასმული კაცის წინაშე ცეკვავდნენ?

   – ბუშმა `ბუშური~ იცეკვა უგანდაშიც და სენეგალშიც და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც… დასავლეთი საქართველოში ყოველთვის ატარებდა და დღესაც ატარებს თავის პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ხელისუფლებაში!

  – თუ სააკშვილი რუსეთის პროექტია, ცხრა წელი კრემლის აგენტი დაგვასვეს თავზე და დასავლეთმა ხმა არ ამოიღო?

   -როგორც ოპონენტს გეტყვით, რომ თქვენ ეტყობა არ იცნობთ დასავლეთის პოლიტიკას! დასავლეთის ხელწერა არ არის მისთვის არასასურველი პრეზიდენტების ან მმართველების ძალისმიერი დამხობა! დასავლეთი ამას არც იტყოდა და ვერც იტყოდა!

  – ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი ვარ და დასავლეთის პოლიტიკური ისტორია რომ არ ვიცოდე, ჩემი სირცხვილი იქნება! როცა დასავლეთს ხელისუფლების შეცვლა სურდა, ყველგან სისხლის ტბები დააყენა. არც საქართველოში მომხდარა გადატრიალება დასავლეთის გარეშე!

  -ეგ ტქვენი აზრია, რომლის ქონის უფლებაც გაქვთ! Mმე ვრჩები ჩემს აზრზე და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელწერაა საქარველოში ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება!

  – თუ სააკშვილი რუსეთის აგენტია, რატომ ერთხელ მაინც არ გაკეთდა განცხადება ვაშინგტონიდან, რომ ეს კაცი არის პუტინის პროექტი და ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს?

  – კიდევ გიმეორებთ: ამ განცხადებას დასავლეთი არ და  ვერ გააკეთებდა, რადგან სააკაშვილი არის ძალიან კარგი მოთამაშე, `პოლიტიკური ცხოველი~, რომელიც ყნოსვით გრძნობს პოლიტიკურ სიტუაციას და ცვლის საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს შექმნილი სიტუაციის შესაბამისად! როგორც შემდეგ, მოგვიანებით აღმოჩნდა, ის, რომ რუსეთ-საქართველოს  ომი უნდა დაეწყოთ და რუსეთისთვის დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზაცია მოეხდინა, სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე  პირადად შეთანხმებული ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რის სანაცვლოდაც მოიყვანეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურად.

 – თუ ქართველი ერი ისეთი დაბნეული იყო, რომ კრემლის აგენტი პროდასვალეთელ ლიდერში აერია, ამერიკასა და ევროპას არ შეეძლოთ, ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ და სააკაშვილი პოლიტიკურად გაეშიშვლებინათ?

  – პოლიტიკა არ არის შეყვარებულების ურთიერთობა, კიდევ ვერტხელ ვიმეორებ, რომ დასავლეთი ამას ვერ და არ იტყოდა! რაც შეეხება ერს, ერი ახლაც დაბნეულია. Vინმე მაქარაშვილის დაძახილზე ხუთასი კი არა, ხუთი კაციც რომ ქუჩაში გავა, ის ერი დაბნეულია აბა, რა არის?! გიგა მაქარაშვილი წარმოშობით თელაველია და როგორც ამბობენ თელავში, მისი ნამდვილი გვარი გვარი არუთინოვია! დასავლეთის პოლიტიკა არ არის ისე მოწყობილი, რომ ჩემნაიარად, კახურად, პირდაპირ თქვან სათქმელი!

 – ანუ დასავლეთი გვეთამაშება?

  -არ გვეთამაშებიან, პოლიტიკას აკეთებენ!

  -რომელსაც ქართველი ერის ინტერესები ეწირება!

   -არა მარტო ქართველი ერის, ხშირად მათი საკუთარი  ინტერესებიც ეწირება!  დასავლეთი სულ ასე მოქმედებს და ვიდრე ეს ცივილიზაცია იარსებებს, სულ ასე იქნება!

 – ბატონო მირიან, მაშინ რა გამოდის, იმ 308 ევროდეპუტატმა, რომელმაც საქართველოს შესახებ უბინძურესი რეზოლუცია მიიღო, სინამდვილეში პუტინის საქმე გააკეთა?

 – დარწმუნებული ვარ, იმ 308 დეპუტატიდან ნაწილი არის რუსეთის მიერ დაფინანსებული აგენტი, ნაწილი _ მათი გავლენის აგენტი, ნაწილი _ უწიგნური და უცოდინარი, რომელმაც საქართველო სად არის არც იცის და არც აინტერესებს, ნაწილი _ სააკაშვილისა და მისი ლობისტების მიერ მოსყიდული,! ერთადერთი, რაც ასე თუ ისე ხარისხიანდ გამოსდის რუსეტს, ეს სპეცსამასახურების მოქმედებაა ბოლო სამი საუკუნის მანძილზე. ეკატერინე მეორემ, რომელიც წარმოშობით და მენტალიტეტით გერმანელი იყო, შექმნა რუსეთის სახელმწიფო უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არ იცვლება საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლილების დროსაც კი და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინდელი სპესცამსახურების სიტემა რუსეთს დღემდე მართავს. ანუ რუსეთის უშიშროება, ფაქტობრივად, შექმნეს ანგლოსაქსებმა და შემდგომ განვიტარება ჰპოვა უკვე სხვა იმპერატორებისა და სხვა საზოგადოებრივი ფორმაციის პირობებში. დააკვირდით იმასაც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვისაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სურს, უმეტესობა ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრიქვეყნების წარმომადგენლები არიან, სადაც რუსეთის სპეცსამსახურებსი გავლენა დღემდე ძალიან ძლიერია. დღეს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩაბმა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინის ხელისფლებებს აწყობთ და სურთ! მაგრამ არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას რუსეთის გარეშე აკეთებდეს…

 – მაშინ, რა გამოდის, ზელენსკი ვის თამაშას თამაშობს?

 – ზელენსკი ვის თამაშს თამაშობს არ ვიცი, მაგრამ უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა პოლიტიკოსმა უკვე დასვა კითხვები და შესაბამისი მოტხოვნით მიმართა აშშ სპეცსამსახურებს უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმზღვანელის _  ერმაკის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად მართავს უკრაინას.

– ბატონო მირიან, მეხორცე სოსო გოგაშვილი ვინ მოიყვანა ქვეყნის სპეცსამსახურის სათავეში?

 -ეს მე არ ვიცი! არ დავმალავ, სოსო გოგაშვილს ვიცნობ და პირველად 2016 წელს შევხვდი, როცა ის `სუს~-ის უფროსის მოადგილე იყო. შეხვედრა მომიწყვეს და საუბარი ეხებოდა სისტემურ საკითხს. უკვე სპეცსამსახურიდან მისი წამოსვლის შემდეგ, როცა ის გადადგა და არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას გეგმავდა, 2018 წლის სექტემბრიდან უფრო ინტენსიური შეხვედრები გვქონდა, მაგრამ როცა გოგაშვილი ნოდარ მელაძის ეთერში დაჯდა, ჩვენი პირადი ურთიერთობაც  იქ დასრულდა!

 – მაინც რას გეუბნებოდათ, როცა ერთმენთს ხვდებოდით?

– ამბობდა, რომ საჭირო იყო ისეთი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც გააძლიერებდა ქვეყანას ,  რისთვისაც ის აპირებდა იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მან სპეცსამსახურში ყოფნისას მიიღო და რომლის განხორციელბაც იქ ვერ შეძლო. სხვათა შორის, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძესაც ვთავაზობდით ასეთი სისტემის შექმნას, მაგრამ მან სხვადასხვა ,მიზეზის გამო ასეთი სისტემა ვერ შექმნა!

 – ბატონო მირიან, მე თუ მკითხავთ, შევარდნაძემ შექმნა უძლიერესი ფინანსურ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც ორმოცდაათი წელიწადია მართავს საქართველოს!

  -ასეთი სისტემა რომ ყოფილიყო,  ანუ შევარდნაძეს კლანი რომ შეექმნა, სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ!  შევარდნაძე აბსოლუტურად დემოკრატი მმართველი იყო…

 – თუ დემოკრატი იყო, ვარდების რევოლუციის დროს ბეიკერის სატელეფონო ზარს რატომ არ უპასუხა?

 – იქ გარემოცვამ იმუშავა ცუდად და მათ მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე შევარდნაძემ ჩათვალა, რომ ამერიკელებმა `გადააგდეს~. ღოგორც თვითმხილველები ამბობენ, შევარდნაძე სამჯერ არ მივიდა ყურმილთან და ბეიკერის ზარს არ უპასუხა!…

 -შევარდნაძეს გარემოცვამ უღალატა?

  -დიახ, უღალატა!

 – ბიძინა ივანიშვილს რატომ უჩხიკინებენ?

 – ისევ და ისევ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი!

 – `სვის კაპიტალიც~ რუსეთია?

   -შვეიცარული, ანუ გლობალური  ბანკი _ `სვის კაპიტალი~ ცდილობს, ეს და ნებისმიერი მსგავსი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და ბიძინას ფული არ დაუბრუნიოს და ჩაიჯიბოს!  მხოლოდ ეს ამბავია, თორემ ამ `დეოლიგარქიზაციის~ ანუ ბიძინა უვანიშვილის გაღატაკების მცდელობის უკან, რაც სააკაშვილის სანუკვარი ოცნებაა, დგას არა დასავლეთი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და მისი აგენტურა!

 – დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ემუქრება თუ არა მას რაიმე საფრთხე?

  -ბიძინა პოლიტიკაში არ დაბრუნდება, რადგან ქვეყანას ჰყავს ისეთი მდგრადი მმართველი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისახით, რომელიც  სახელმწიფოს ბრწყინვალედ უძღვება! რაც შეეხება საფრთხეს, ბიძინას ვერაფერს ვერ დააკლებენ! დღეს ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რომელიც უზრუნველყოფილია განათლებით, ცოდნით, პოლიტიკური გამოცდილებით და პოლიტიკური პარტნიორებით- როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სქაზღვარგარეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩატარდება!

 – უკრაინის ომი როგორ დასრულდება?

 – სამწუხაროდ, ძალიან ცუდად! გამოვრიცხავ, რომ უკრაინას ოდესმე იმ ფორმით ვიხილავთ, როგორიც გვახსოვს. ხომ ხედავთ, რუმინეთმა, პოლონეთმა და ყველა სხვამ მათმა მსგავსმა ქვეყნებმა როგორ მოიხელთეს დრო და ყველა თავისას ცდილობს?!. Mმიკვირს თურქეთი რატომ არის გაჩერებული და ყირიმს არ ითხოვს?

  – საქართველოს რა პერსპექტივა აქვს?

 – საქართველოს ბრწყინვალე პერსპექტივა აქვს და მის გაერთიანებას და შემდგომ განვიტარებას მეც კი მოვესწრები!

 – ეს რუსეთის გარეშე მოხდება?

 – საქართველო მაშინ გაერთიანდება, როცა რუსეთი აღარ იარსებებს და ეს ძალიან  მალე მოხდება!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე  

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება