fbpx

-სირცხვილი არ არის “თელავგაზ” -ის 100 ლარად გაყიდვის აქტის ნოტარიულად დამოწმება და მისი რეესტრში რეგისტრაცია?!

საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საჯაროდ მიმართავს.

ექსპერტის განცხადებით საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამსახურმა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქმის წარმოება “თელავგაზ” -ის 100 ლარად გაყიდვის ფაქტზე.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

რომელმა “ჭკვიანმა” და “პატიოსანმა” ნოტარიუსმა დაამოწმა ეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება “სოკარ”-სა და “ვისოლ”-ს შორის???
ან, რომელმა “პატიოსანმა” საჯარო მოხელემ გაატარა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრიდან ეს სავარაუდოდ თვალთმაქცური ყიდვა-გაყიდვის აქტი???
სირცხვილი არ არის “თელავგაზ” -ის 100 ლარად სავარაუდოდ თვალთმაქცური გაყიდვის აქტის ნოტარიულად დამოწმება და მისი რეესტრში რეგისტრაცია?!


მხოლოდ ის მილი ღირს 300 ლარზე მეტი, რომელიც ჩემს ბინაში “თელავგაზის” მაგისტრალური მილიდან შემოდის!!!


წესით, ამ საქმეს უკვე საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia და სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service უნდა იძიებდნენ!!!

წერს მირიან ყარაულაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება