fbpx

დავით ქართველიშვილი: დროა საქართველოში პოლიტიკოსებისთვის შემოვიღოთ ავლიპ ზურაბაშვილის პრემია, მით უმეტეს, რომ ნომინანტი ძალიან ბევრია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში წლის შემაჯამებელი ჯილდოს, ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის საფუძველს იძლევა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ფსიქიატრიის დონეზე გაკეთებული განცხადებების სიმრავლე.
„წლის ბოლოს შემოვიღოთ და დავაწესოთ ერთგვარი წლის შემაჯამებელი ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის პრემია და მივანიჭოთ რომელიმე პოლიტიკოსს. არ აქვს მნიშვნელობა ვის გადაეცემა პრემია – თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, წარვადგინოთ და თუ ეს ოპოზიციის მხრიდან იქნება, დავასახელოთ ისიც,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა დღეს ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს განცხადება რეალობას სწორად ასახავს. „ის ევროპულად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას და იმ ხალხს, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და ამავდროულად, დღის წესრიგში აყენებს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს – წლის ბოლოს შემოვიღოთ და დავაწესოთ ერთგვარი წლის შემაჯამებელი ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის პრემია და მივანიჭოთ რომელიმე პოლიტიკოსს. არ აქვს მნიშვნელობა ვის გადაეცემა პრემია, თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, წარვადგინოთ და თუ ეს ოპოზიციის მხრიდან იქნება, დავასახელოთ ისიც, იმიტომ, რომ მთელი ეს წელიწადი გავიდა საშინელი სტიგმატიზაციის ფონზე. რაღაც ფსიქიატრიის დონეზე გაკეთებულმა განცხადებებმა დაფარა სივრცე. წლის პირველი ნახევარი დაეთმო ე.წ. „რუსულ კანონს“. ეს ის კანონია, რომელსაც ჩვენ დიდი ალბათობით, აუცილებლად დავუბრუნდებით, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხს მივუახლოვდებით.

როდესაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, აღიარა ყველამ – ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ევროკომისრის ბოლო განცხადებით დამთავრებული, რომ სტატუსის მიღება არის ზუსტად ამ ხელისუფლების და იმ ხალხის დამსახურება, ვინც ეს ხელისუფლება აირჩია. ამიტომ, ვინც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს ქადაგებდა, ცდილობდა პოლიტიკური ვანგას პოზიციაში ყოფნას, ის აღმოჩნდა ძალიან სასაცილო, ფსიქიატრიულად სასაცილო პოზიციაში და ავლიპ ზურაბიშვილის პრემია აუცილებლად არის შესაქმნელი. აი ნომინანტი კი, ძალიან ბევრია და ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ, როგორ და რანაირად. კონკურენცია ოპოზიციური სპექტრიდან გამომდინარე ძალიან მაღალი იქნება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება