fbpx

მირიან ყარაულაშვილი – თუკი ვინმე უბიძგებს ტიკარაძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ, მას არც ქვეყნისთვის უნდა კარგი და არც საკუთარი თავისთვის !

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი ეკატერინე ტიკარაძეზე პოსტს აქვეყნებს-

 – თუკი ვინმე უბიძგებს ამჟამად ქალბატონ მინისტრს თანამდებობიდან გადადგომისკენ, მას არც ქვეყნისთვის უნდა კარგი და არც საკუთარი თავისთვის !

ქალბატონი ტიკარაძე დანიშვნის დღიდანვე შესანიშნავად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი რეალურად მოაზროვნე და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიმღები და განმახორციელებელი პერსონაა, მათ შორის პანდემიის გავრცელების პირობებშიც!

დღეს რაც საჭიროა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ესაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოტალური კარანტინი!

ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება და კომპეტენცია არც ერთ დარგობრივ მინისტრს არ გააჩნია! ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის ყველა წევრთან მოთათბირების შემდეგ!!!

თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი მთავრობასთან შეთნხმებით, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მის წარმატებით განხორციელბაში თავის კომპეტენციის ფარგლებში ძალიან დიდ, უნიკალურ წვლილს შეიტანს ქალბატონი ტიკარაძე!!!

და კიდევ ერთი:” გამწევ ცხენებს გადასასვლელებზე არ ცვლიან!”.

პ.ს. : იმედი მაქვს, ამ ცნობილ საერთაშორისო გამოთქმას სწორად გაიგებს გამგები და ზედმეტი სპეკულაციებისთვის არ გამოიყენებს

გაუზიარე!

Shares