fbpx

მინდა ვკითხო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, თურქეთის ევროკავშირში მიღება რატომ იწვევს თქვენში აღშფოთებას?- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა და წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობაში.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის შესახებ კითხვაზე, ერდოღანმა უპასუხა, რომ თურქეთი, ათწლეულების მანძილზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მხარს დაუჭერს ნატოსა და ევროკავშირის ნებისმიერ გაფართოებას.

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, იგივე სენსიტიურობა გამოიჩინოს თურქეთის განაცხადის მიმართ, როგორც უკრაინის განაცხადის მიმართ გამოიჩინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არაგულწრფელობის გამო გააკრიტიკა.

„მინდა ვკითხო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, თურქეთის ევროკავშირში მიღება რატომ იწვევს თქვენში აღშფოთებას? დააყენებთ თუ არა თურქეთს თქვენს დღის წესრიგში, როდესაც ვინმე თავს დაგვესხმება?“ – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება