fbpx

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ღვინის ფესტივალი„ღვინის დღეები“ მოეწყო

ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე ბოლნისელი
მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების
გამოფენა-გაყიდვა.
საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია,
ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება, საწნახელში საზეიმოდ
დაიწურა ყურძენი. სპეციალურად ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის სხვადასხვა
საბავშვო აქტივობა მოეწყო.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გიგი პიანომენი, საფესტივალო დღე კი ანსამბლი
„ალილოს“, ბენდის ¼ და ლინდა ადამიას კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება