fbpx

ირაკლი ჩიქოვანი ოჩამჩირის მილიტარიზაციის საკითხზე – ჩვენ გვაქვს უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

ირაკლი ჩიქოვანი ოჩამჩირის მილიტარიზაციის საკითხზე – ჩვენ გვაქვს უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მილიტარიზაციის თვალსაზრისით სამწუხარო რეალობაა, არამხოლოდ ოჩამჩირეში, არამედ აფხაზეთის სხვადასხვა წერტილებში გვაქვს სამხედრო კონცენტრაცია ოკუპირებული ძალების. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და რაც აქამდე გაგვიკეთებია – ეს არის საერთაშორისო მეგობრობის ჩართულობა და ეს არის უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა როგორც მან აღნიშნა, არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს. „ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო განლაგებას. ჩვენთვის არცერთ ეგრედწოდებულ ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას და არამხოლოდ ჩვენთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის არანაირი იურიდიული და საერთაშორისო ძალა არ აქვს და ეს ყველაფერი არის ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინება.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება