fbpx

,,მთავარში,, ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება და არის „პირიმზის” მიწისქვეშა პარკინგი-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანს ესტუმრა და გუშინ, ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში გაშუქებული მიწისქვეშა პარკინგი ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.

მერის განცხადებით, გუშინდელ სიუჟეტში ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება, იმყოფება მერიის გაკეთებული პარკინგის გვერდით და არის მძიმე მდგომარეობაში.

„გუშინ ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს იყო არასწორი. წამოვიდა ბრალდება და წარმოადგინეს სხვა პარკინგი, თითქოს ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედანზე განახორციელა და დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შეეცადნენ, რომ მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში და ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება და არის „პირიმზის” საკუთარი, მიწისქვეშა პარკინგი. საუბარი იყო სხვა პარკინგზე, რომელიც არის ჩვენი პარკინგის გვერდით და არის კერძო საკუთრება, იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში და ამაზე საუბრობენ თითქოს ჩვენ დავხარჯეთ ფული და ჩაოხრებულია“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანიას პარკინგის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს და იგეგმება მისი მოწესრიგებაც.

„პარკინგი რომ ასეთ მდგომარეობაშია ძალიან ცუდია, მაგრამ იგეგმება ამ პარკინგის რეაბილიტაციაც, ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში ესეც იქნება მოწესრიგებული, ოღონდ არა მუნიციპალიტეტის თანხებით, არამედ ვისიც არის მისი თანხებით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება