fbpx

მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია, შეზღუდვებს ქვეყანა ვერ გაუძლებს-ირაკლი ღარიბაშვილი

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაიწყო.

„ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები  საკმარისი რაოდენობის არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ. „ფაიზერის” მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის” ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი” და „სინოვაკი”, რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „ფაიზერზე” რაც გამოხსენებათ, რომ მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს  რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი” და „სინოფარმი” ჩამოვა საქართველოში. მე მინდა, რომ ჩვენს ხალხს მივმართო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა პირველ რიგში,  მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ”, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, ახლა მთავრობას სჭირდება  თანადგომა და  ახლა საჭიროა  ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება.

„გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა – 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი  ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა.  მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება”, –  განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება