fbpx

მზად ვართ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ დეტალურად -დავით თვალაბეიშვილი

“მზად ვართ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ დეტალურად და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა., 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის წარმომადგენლების მედიაციით პროექტში ჩართული მხარეების პოზიციების დაფიქსირება მოხდება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება