fbpx

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი არხის ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე მედიის მიმართ გამოიყენა ფრაზა – „გიჟები არიან“.

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მას ეს ფრაზა ჟურნალისტის მისამართით არ უთქვამს.

„თქვენს თავზე რატომ მიიღეთ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, – უპასუხა ჟურნალისტს თავდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება