fbpx

მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა-ირაკლი ღარიბაშვილი

ახლა მე ვიწყებ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. მე ვცვლი სოციალურ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა არის საზოგადოების პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დაუყოვნებლივ რეფორმასა და გარდაქმნას საჭიროებს.

„ევროპული გამოცდილება შევისწავლეთ. ჯგუფიც მყავდა გაშვებული ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომელთაც ჩამომიტანეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ევროპაში აპრობირებული და გამოცდილია. მინდა, რომ შევცვალო სოციალური პოლიტიკა – ეს არის ჩემი ამბიცია, გეგმა, ოცნებაც დაარქვით, – ის მანკიერი სოციალური პოლიტიკა, რომელმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. თითქმის 300 000 შრომისუნარიანი ადამიანი დღეს არის პრაქტიკულად ხელბორკილდადებული. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ იმუშაოთ, შეეგუეთ სიღარიბეს და იცხოვრეთ მუდმივად სიღარიბეში. ეს არის კატასტროფა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ არის საშინელი დეპრესია, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობის განცდა ამ ადამიანებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება