fbpx

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გადასახადის გადამოწმება მობილურზე *303#-ის აკრეფით არის შესაძლებელი

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გადასახადის გადამოწმება მობილურზე *303#-ის აკრეფით არის შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში  მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება მოქალაქეს  ნებისმიერ დროს შეუძლია.   

*303#-ის ახალი ფუნქციის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის კომუნალურ კომპანიასთან კომუნიკაციის გამარტივება.

*303#-ით სარგებლობა შეუძლიათ „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „ბილაინის“ აბონენტებს. მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის, მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გარდა დარიცხვის გადამოწმებისა, *303#-ით შესაძლებელია კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება. მათ შორის, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონში *303#-ის აკრეფით დააფიქსიროს:

ავარიული წყვეტა – ოპერატიული რეაგირებისთვის;

მომარაგების პრობლემა – დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა;

მიიღოს:  ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი;

დაამატოს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტის ნომერზე ან წაშალოს       არასასურველი.  

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება