fbpx

მე ვი­თხოვ ბ-ნ გუ­რუ­ლი­სა და ქ-ნ კვე­სი­ტა­ძი­სა­გან უმოკ­ლეს დროში ბო­დი­შის მოხ­დას, ჩვე­ნი ცენ­ტრი­სა და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე-მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგ­ბა­ია “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს.

“ბ-ნმა ზუ­რაბ გუ­რულ­მა და ქ-ნმა ეკა კვე­სი­ტა­ძემ ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ. ფე­ის­ბუქ­ზე და “TV მთა­ვა­რის” გა­და­ცე­მებ­ში გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ეწე­ვი­ან COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლის და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რის­თვი­საც იყე­ნე­ბენ, რო­გორც არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­ურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, ისე ფაქ­ტობ­რივ ტყუ­ი­ლებს. ასე მა­გა­ლი­თად, ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბ-ნ ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს ჰქონ­და COVID-19-ის უსიმპტო­მო ფორ­მა და ამის მი­უ­ხე­და­ვად იღებ­და მე­დი­კა­მენტ პლაქ­ვე­ნილს და ისიც არა კლი­ნი­კა­ში, არა­მედ კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნი­სას.-0:04

ა.წ. 30 აპ­რილს, ხუთ­შა­ბათს „TV პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა „რე­აქ­ცი­ა­ში“ (ქ-ნ ინგა გრი­გო­ლი­ას­თან სტუმ­რო­ბი­სას) ბ-ნ ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ ცალ­სა­ხად და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ მას ჰქონ­და ხვე­ლა, პნევ­მო­ნია, რის გა­მოც 26 (ოც­და­ექ­ვსი) დღე გა­ა­ტა­რა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის კლი­ნი­კა­ში (და არა კა­რან­ტინ­ში) და კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნი­სას 10 დღის მან­ძილ­ზე იღებ­და მე­დი­კა­მენტ პლაქ­ვე­ნილს, რა დრო­საც არ შე­უ­ნიშ­ნავს არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში მო­ეხ­სნა ხვე­ლა და მისი და­ა­ვა­დე­ბა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თა ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.

ბ-ნი გუ­რუ­ლის და ქ-ნი კვე­სი­ტა­ძის 100%-იან ტყუ­ილ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის უწყი­ნა­რი, ვი­ნა­ი­დან შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბა, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბით და აგ­რეთ­ვე მკურ­ნა­ლო­ბის COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ქარ­თუ­ლი პრო­ტო­კო­ლი­სა და ჩვე­ნი ცენ­ტრის რე­პუ­ტა­ცი­ას შე­ლახ­ვა. მე ვი­თხოვ ბ-ნ გუ­რუ­ლი­სა და ქ-ნ კვე­სი­ტა­ძი­სა­გან უმოკ­ლეს დრო­ში თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბას და ბო­დი­შის მოხ­დას ჩვე­ნი ცენ­ტრი­სა და ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე” – წერს ეზუგ­ბა­ია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება