fbpx

მე ვამაყობ პრემიერ-მინისტრით, რომელმაც მთელი ნეგატიური დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და ქვეყანა უნდა ატაროს დიდი სიფრთხილით-ირმა ზავრადაშვილი

ალიან მიჭირს ამ ყველაფერზე სერიოზულად საუბარი. საქართველო ერთადერთია, რომელიც მაშინ, როდესაც მსოფლიო საომარ პირობებშია საკუთარ ხელისუფლებას ებრძვის. მე-5 კოლონაა და მისი ხელმძღვანელობით მიდის ეს აქციები. შესაბამისად მე-5 კოლონის დანიშნულება, რაც არის ზუსტად ასრულებენ და ზედ ასევე 5 ნომერიც აქვთ კარგად აქვთ. რა თქმა უნდა, ამათგან აბსოლუტურად ვმიჯნავ იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც რეალურად მართლა უნდათ გმირი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა.

უბედურებაა, რომ მე-5 კოლონას სურს ნებისმიერი კეთილისმსურველი და მშვიდობიანი აქცია ხელისუფლების შესაცვლელად დაიქვემდებაროს. არ გამოუვათ, ნამდვილად არ გამოუვათ. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს. მე ვამაყობ იმ პრემიერ-მინისტრით, რომელმაც მთელი ნეგატიური დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და ქვეყანა უნდა გაატაროს დიდი სიფრთხილით, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს ქვეყანაშიც არ გავრცელდეს.

ადამიანები, რომლებიც იმას ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსის რეგულარი ჯარი დგას და მხოლოდ ტანკის ლულების მოტრიალება სჭირდება და საქართველო შუაზე გადაიყოფა. ძალიან კარგად აცნობიერებენ, მაგრამ ესენი არიან მე-5 კოლონა, რუსეთის აგენტები და ერთი სული აქვთ როდის დაიწყება საქართველოში ომი და არეულობა. ამას ვერასდროს ეღირსებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება