fbpx

მესმის, ოჯახი ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის გასათავისუფლებად, მაგრამ ვფიქრობ, თავად ნახეს, რომ პირველი კამპანიის შედეგი მათთვის მაინც და მაინც არ იყო მათთვის სასურველი

ლობისტების დაქირავება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ახალი არ არის და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამას კარგად ახერხებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. ამის არაერთი მასალა არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როგორც ჩანს, აპრობირებულ გზას მიბაძიეს კვლავ და თვლიან, რომ ეს იქნება უფრო მეტად ეფექტიანი გზა, რომ ხმამაღალი განცხადებების ფონზე მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასამართლო სისტემაზე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ სურთ. მე მესმის, ოჯახი ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის გასათავისუფლებად, მაგრამ ვფიქრობ, თავად ნახეს, რომ პირველი კამპანიის შედეგი მათთვის მაინც და მაინც არ იყო მათთვის სასურველი, თუ ცდილობენ და ფიქრობენ, რომ გააგრძელონ ეს კამპანია, შეუძლიათ გააგრძელონ, უბრალოდ შედეგი იქნება ის, რაც არის“, – განაცხადა კახიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება