fbpx

მელაძის „გამომძიებელ ჟურნალისტს“( მძევალი და მძარცველი რომ ერევა ერთმანეთში!)-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვი-

როგორ „გავაპრავოთ“ მოპარული მილიონები ან თუ სააკაშვილმა გაფლანგა 9 მილიონი, თქვენც ხომ ხარჯავთ ტანსაცმელში ფულს. ნოდარ მელაძის შაბათი, გადაცემა, რომელმაც უნდა დაზაფროს ყველა, არც თუ დიდი ხანია მარაზმში გადაიზარდა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მთავარი კი ფეიკები, დეზინფორმაცია და ცილისწამებებია. დღეს კვირაა, წინ დატვირთული სამუშაო კვირა მელოდება, ჰო და მეც ვიფიქრე და გადავხედე რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში. ქართული მედიით დავიწყე, პულტი მოვიმარჯვე და მელაძის ჟურნალისტის სიუჟეტს წავაწყდი, რომელიც პარლამენტის კიბეებზე თუ კორიდორებში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დასდევდა და არკვევდა თუ ვის რა ეცვა და რა ღირდა ეს ყოველივე. მდარე და უგემოვნებო სიუჟეტების მეტს რას ნახავ, მაგრამ დიდი დაკვირვება არ დაგჭირდება, რომ გაარკვიო, რომ თურმე ხელისუფლების წარმომადგენლები კარგად იცვამენ, მთლიანად იმის გადასაფარავად არის-სააკაშვილის პიჯაკები რა გახლდა ამისთანა! საქმე კი იმაში,რომ მთელი ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ქუდები, რომლებიც მელაძის „გამომძიებელმა ჟურნალისტმა“(აი, იმან რომელსაც მძევალი და მძარცველი ერევა ერთმანეთში!) „გამოააშკარავა,“ მაინც ვერ გადაფარვას იმ სკანდალურ საქმეს, რომელსაც პარტიული ტელევიზიების მიერ შერქმეული „პიჯაკების საქმე“ ჰქვია, სინამდვილეში კი ბრალდებულ პრეზიდენტის ბიუჯეტიდან გახარჯული 9 მილიონია-პიჯაკებიდან დაწყებული, შვილს სწავლის ფული, მასაჟები, ბოტოქსები, წონის კორექცია თუ დაკლება. თუ როგორ უნდა შეჩერდეს, ცილისწამების ნიაღვარი, რომელიც სააკაშვილის პარტიული ტელევიზიებიდან მოედინება, რამდენიმე კანონიერი გზა არსებობს. პარლამენტმა კეთილი უნდა ინებოს და მიიღონ კანონი ცილისწამების შესახებ, ან ყველამ აიტანოს და მოითმინოს, თუ როგორ უთვლიან და უმოწმებენ ყველა ადამიანს (უფრო კი შერჩევით!), რა და რატომ აცვიათ, სად დადიან, სად ცხოვრობენ, არ შეუშვებთ, ღობეზე მოძვრებიან და ასე შემდეგ. მეორე კი, ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, კარგად გადახედონ უცხოურ მაგალითებს (განსაკუთრებით კი დემოკრატიული, მეგობარი ქვეყნების), შეუძლიათ თუ არა მედიის წარმომადგენლებს შეუზღუდავად იარონ მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოში (პარლამენტში), სადაც გაუხარდებათ, როგორც გაუხარდებათ, დაგხვდნენ კიბეზე, კორიდორში, საპირფარეშოში, ავტომობილთან თუ ავტომობილში, მალე ალბათ საკუთარ კაბინეტშიც ან სამზარეულოშიც დაგხვდებიან, მოგწონთ? ეს დემოკრატია გგონიათ? იქნებ დაარეგულიროთ ეს ამბავი? უცხოეთში, როგორც ვიცი აკრედიტებული ჟურნალისტები სახელმწიფო უწყებებში შეზღუდული არიან გადაადგილებაში, მათთვის იმართება ბრიფინგები, და ბრიფინგებს კი კომპეტენტური პირები მართავენ, რაც შეეხება დეპუტატებზე ჟურნალისტების ადევნებას (თუ დევნას!), ნამდვილად ვერ ნახავ ვერც ამერიკის შეერთებული შტატების, ვერ ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთის თუ სხვა საკანონმდებლო ორგანოში. ასე, რომ მარტო ჩვენ ვართ სუპერ დემოკრატები თუ სუპერ დათრგუნულები? დროა, დრო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, კანონით გათვალისწინებული წესრიგი დაამყაროთ სახელმწიფოში ! ძალიან, ძალიან ცუდად ჩანს ხალხის თვალში, მსჯავრდადებული პრეზიდენტი, რომელსაც ყოველდღე მნახველ-სტუმარი ჰყავს, რომელსაც თურმე, ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ ამავდროულად ასევე ყოველდღე შეუძლია რევოლუცია დააანონსოს ან შერიგება შემოგვთავაზოს, არ დათანხმების შემთხვევაში კი დაგემუქროს. ძნელია იმის ყურება თუ რამდენს თუ როგორ „სკანდალს“ შემოგვთავაზებენ კიდევ პარტიული ტელევიზიები, არადა ნამდვილად შემოგვთავაზებენ, თქვენ კი თავისმართლების ან თავდაცვის რეჟიმში იქნებით… ამ დროს კი ხალხსაც, ქვეყანასაც, მსოფლიოსაც სულ სხვა გამოწვევები აქვს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება