fbpx

მედიის ნაწილი აღშფოთებულია, რატომ არ აძლევენ მასალებსო!!!! კანონითაა დაუშვებელი და იმიტომ!!!-მაია ნიკოლეიშვილი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერიჰაააა!!! მგონი, მართლა “დეპოში ვართ”!!!

“სამედიცინო ექსპერტი” მარიამ ჯიშკარიანი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მუშაობას “არაადექვატურს” უწოდებს! ხო, ასე, პირდაპირ, “არაადექვატურს”!!! ამ სიტყვის მნიშვნელობა, ვგონებ, ყველას ესმის!

სამხარაულის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის მიმართულების ხელმძღვანელებო, რამ დაგადუმათ?! თქვენს ნაცვლად, მე ვთქვა, რომ “სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი-ნეიროქირურგი”, “სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი-კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი” და ა.შ. არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით, და ასეთი სპეციალობები არ არსებობს?! (იხ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო სპეციალობების ნუსხა!)

მხოლოდ მე უნდა განვმარტავდე ამას?!!!

ის, რომ ექსპერტიზებში, რომელშიც ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის ექიმების მონაწილეობა ხდება საჭირო, ხომ უამრავჯერ მოგიწვევიათ და იწვევთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, როგორც სპეციალისტებს?! სხვა საკითხია, რომ აბსოლუტურად მცდარად, საკუთარი პასუხისმგებლობა რომ “გადაუნაწილოთ”, მათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებთან ერთად, სრულ დასკვნაზე აწერინებთ ხელს, რაც დაუშვებელია! -ენტომოლოგი, ან სამედიცინო ენტომოლოგიის მოწვეული სპეციალისტი სპეციალისტი (და არა სასამართლო ექსპერტი) რომ არ გყავთ, ხელშეკრულებით, ეს ხომ თქვენი ორგანიზაციული ხარვეზია!

რატომ არ აკეთებთ განმარტებებს ხარვეზებსა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე?!

გვამურ გაშეშებაზე ხომ არ დაახანეთ, რომ ჩემი აზრით, მცდარი განმარტება გააკეთეთ, ოღონდ, ცეცხლზე ნავთი დაგესხათ!

ახლა რატომ დუმხართ, როცა არასწორმა მსჯელობებმა წალეკა ყველა ეთერი?!! თქვენი ორგანიზაციული ხარვეზები კარგად ვიცი, თქვენს ხელმძღვანელობას არ ვდარდობ, პირდაპირ პრემიერს ექვემდებარებით და ხელისუფლებას ურტყამენ თქვენი მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ, თქვენ კი დუმხართ! რაო, ხომ არ “საბოტაჟნიკობთ”?!!!!

-ქართული კანონმდებლობით დაზარალებული არ არის მხარე. დაზარალებულის სტატუსი სააკაშვილის პერიოდში დაკნინდა-საკანონმდებლო დონეზე დაზარალებული სრულიად უუფლებო გახდა, არც მერე შეიცვალა კანონმდებლობა ამ მიმართულებით და მიშას პერიოდისაგან განსხვავებით, დღეს, გამოძიების კეთილი ნებით, დაზარალებულის წარმომადგენელს საქმის მასალების ადგილზე გაცნობის უფლება მიეცა, მაგრამ გადაცემა დაუშვებელია! ამაზეც 7-8 წელია ვსაუბრობ, მაგრამ ამაოდ! პასუხად-დაზარალებულების ბრაზი სახელმწიფოს მიმართ, უუფლებობის გამო, ხშირად სამართლიანი და კანონმდებლების უმოქმედობა!

-და ფაქტია, რომ დაზარალებულის წარმომადგენელს არ აქვს საქმის მასალების მიღების უფლება, მაგრამ ამას არავინ განმარტავს, მედიის ნაწილი კი აღშფოთებულია, რატომ არ აძლევენ მასალებსო!!!! კანონითაა დაუშვებელი და იმიტომ!!! -აქვე, “სამედიცინო ექსპერტი” ჯიშკარიანი, რომელმაც, თურემე, “საკადრისი პასუხი გასცა ყველას და გაჩუმდნენ” ელოდება, რომ მათ ორგანიზაციას(???) და მათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გააცნობენ საქმის მასალებს! საქართველოში კანონი ხომ მოქმედებს?!

სერტიფიკატის არმქონე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი (როგორც თვითონვე თქვეს, ჯანდაცვის სამინისტრომ არ აღიარა ქალბატონი გალინას სერტიფიკატი სპეციალობით “სასამართლო მედიცინა”), ან არაღიარებული სერტიფიკატის მქონე პირი, რა სტატუსით უნდა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს?

ან ორგანიზაცია, თუნდაც ლიცენზირებული, რა სტატუსით უნდა ითხოვდეს საქმის მასალებს, როცა საქართველოს კანონმდებლობით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის აღიარების აუცილებელი პირობაა, რომ მას უნდა ჰქონდეს მოქმედი სერტიფიკატი სპეციალობაში “სასამართლო მედიცინა” და მუშაობდეს ლიცენზირებულ დაწესებულებაში.

დაწესებულება ლიცენზიას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს თუნდაც ერთი სერტიფიცირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი (კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი თოიძე, რომელიც ამ ექსპერტიზებში არა არის ჩართული!!!!

რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ განმარტებებს ოფიციალური სტრუქტურები?! არაუფლებამოსილი პირები (სერტიფიკატის, ანუ სპეციალური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე, ან საქართველოს კანონმდებლობით არაღიარებული დოკუმენტის მქონე) პირები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის სახელქვეშ, ტელევიზიებით, საქვეყნოდ, აკეთებენ არაარგუმენტირებულ განცხადებებს, რომელსაც საზოგადოება ხომ შეჰყავს შეცდომაში, პარალელურად, გამოძიებისა და სახელმწიფოს სტრუქტურების მიმართ ტოტალური უნდობლობის სინდრომის გაღვივებას უწყობენ ხელს და თან კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად!!!

და რატომ დუმხართ, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებო? რისი გეშინიათ? სიმართლე ხომ ერთია და კლდეზე ძლიერია? ვინ შეგაშინათ?!” – წერს ნიკოლეიშვილი.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares