fbpx

განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბუსა ჟვანიას ბრალი დაუმძიმდა

პროკურატურამ ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდება აღკვეთის სახით, ჟვანიასთვის პატიმრობას ითხოვს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 ყოფილი პრემიერის შვილი თავდაპირველად შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

ბუსა ჟვანიასა და გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს შორის დაპირისპირება, რასაც თოფაძის დაჭრა მოჰყვა, 2 აგვისტოს გამეთენიისას, თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ჟვანიამ შელაპარაკების ნიადაგზე, თოფაძეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ჟვანიაც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თოფაძეების ოჯახის წევრები იკითხებოდნენ. საღამოს კი ბიზნესმენმა და ყოფილმა დეპუტატმა, გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟვანიები მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, რაზეც თოფაძემ კატეგორიული უარით უპასუხა და თქვა, რომ დამნაშავემ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს. 


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares