ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი
კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს
მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა – 141,85 გრამი)
გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 116 599,26 ლარი
შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.