მებაჟე ოფიცრება ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე
ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული
ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები
გამოვლინდა.
უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად
დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN
კოდის შეცვლის ფაქტი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამის სამსახურს გადაეცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება