fbpx

მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „სმარტი“ შეუერთდა- მოგროვებულ პროდუქტს ჩვენ კონკრეტულ ოჯახებში მივიტანთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას „სმარტი“ შეუერთდა

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა.

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ხანდაზმულების დასახმარებლად პროდუქტი „აგროჰაბთან“, „გუდვილთან“ და „კარფურთან“ ერთად, „სმარტშიც“ შეიძინონ.

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, „სმარტის“ ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ ჩვენ მიერ დაწყებული აქტოვობების განხორცილებას, რომელიც გულისხმობს მარტოხელა მოხუცების, იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად  უჭირს. ძალიან მიხარია, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან დიდი ინტერესია. როგორც იცით, ამ აქტივობებში ჩართულია ისეთი სუპერმარკეტები, როგორიცაა “აგროჰაბი”, “გუდვილი”, „კარფური“ და ახლა უკვე „სმარტიც“ შემოგვიერთდა, რეგიონებში განთავსებული ყველა თავისი სუპერმარკეტით. რიგით მოქალაქეებს  შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ ამ კარგ ინიციატივაში და თავისი წვლილი შეიტანონ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს

და რისკის ჯგუფში იმყოფება. მოგროვებულ პროდუქტებს, გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ კონკრეტულ ოჯახებში მივიტანთ”, – გნაცხადა კახა კალაძემ.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სმარტის“ სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგებენ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares