მამუკა მდინარაძე – საქართველოსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლოპერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვაგაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარიისტორიის მქონე სპეცსამსახურებისგანაც – მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებულიქვეყნების სპეცსამსახურების სასარგებლოდჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისსამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანიაღიარება მოიპოვა გაცილებით დიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონესპეცსამსახურებისგანაც, – ამის შესახებვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოებისკოორდინაციის საკითხებში სახელმწიფომინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობისადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზეგანაცხადა. 

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურიყოველთვიურად ათეულობით ახალ კადრსიზიდავს, რითაც წარმატებით გრძელდებასამსახურის განახლება-გადახალისების რეფორმა.

„ბუნებრივია შევეხები სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებულსაქმიანობასაც. მხოლოდ ბოლო ორი თვისგანმავლობაში, სხვადასხვა, ერთმანეთთანდაპირისპირებული ქვეყნების სპეცსამსახურებისსასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა 6 პირი – მოგეხსენებათ, რომუსაფრთხოების სამსახურების მუშაობისსპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ გაბედულიგადაწყვეტილებების, ასეთი მოკლე დროისმონაკვეთში მიღება, ბოლო რამდენიმეათწლეულია მსოფლიოს წამყვანსპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამ პერიოდშივე, დაკავებულია სამი პირი ტერორისტულიორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. წარმატებულიმუშაობა გრძელდება სუსის მხრიდანანტიკორუფციული მიმართულებითაც. საქართველოს ისტორიაში პირველად,  სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ექნებასამაგისტრო პროგრამის განხორცილების დაუსაფრთხოების მაგისტრის კვალიფიკაცისმინიჭების უფლება.

უსაფრთხოების სამსახური ყოველთვიურადათეულობით ახალ კადრს იზიდავს, რითაცწარმატებით გრძელდება სამსახურისგანახლება-გადახალისების რეფორმა. შეიძლებაითქვას, რომ დინამიურად, ყოველდღიურადიმატებს სამსახურში შემოსული ინფორმაციისრაოდენობა. მნიშვნელოვნად უმჯობესდებამატერალურ-ტექნიკური ბაზა დასპეცსამსახურისთვის აუცილებლობის მქონეტექნიკური საშუალებების ხარისხი. 

შეიძლება უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდეთ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურმა ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა გაცილებითდიდი ქვეყნების, მდიდარი ისტორიის მქონესპეცსამსახურებისგანაც“, – განაცხადა მამუკამდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება