თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, “ლელოს” წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს “ზეზეული გვამი” უწოდა.

წულუკიანი “ლელოს” სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის “ლელოს” წარმომადგენლებს.

“ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!” – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/tsouloukiani.thea/posts/pfbid0ewWDK1ftEXKaJvefRqiJxvGjy2fqi39z2yxkkeT7yb8CSfi2z9izmi5m3wcXsEC8l

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება