fbpx

მამუკა მდინარაძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე – ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი როდესაც კამერების წინ ვდგავარ ზუსტად ვიცი რას ვლაპარაკობ

მამუკა მდინარაძე პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე – ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი როდესაც კამერების წინ ვდგავარ ზუსტად ვიცი რას ვლაპარაკობ, ვამბობ იმას, რომ თუკი საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი და თუკი მომავალში, მომავალში, იქ კონტექსტი ეს იყო და კარგად მოისმინოს ყველამ, საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ომი უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში და რაღაცეები შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ, ძალიან ცუდი შედეგები როგორც მინიმუმ, რომ ან მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ამას და რისთვის არის განწირული ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა, რაც არ უნდა მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და ა.შ. ამ რისკებს ნურავინ გაწევს და ამ რისკებში ჩათრევას ნურავინ ეცდება. როდესაც ამ კონტექსტში ვსაუბრობ და თითქოს ამას მერე თარგმნიან, რომ იქ უკრაინის ომზე და იმის გაწირვაზე ვლაპარაკობ, ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პაატა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყებას აპირებდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ამის გაგრძელება ისიც, რომ თითქოს „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ინფორმაცია, რომ იქ ვიღაცეები რაღაცას აპირებენ. „გუშინ ჩამიგდეს ბატონი პაატას ერთერთი მონაკვეთი, რადგან მე მეხებოდა, ალბათ იმიტომ მაჩვენეს, თითქოს სადღაც მითქვამს, რომ უკრაინის ომი წინასწარ განწირულია. ასეთ დაბრალებებს ამ ხალხმა თავი დაანებოს. როდესაც მე კამერების წინ ვდგავარ და ზუსტად ვიცი რას ვლაპარაკობ, ვამბობ იმას, რომ თუკი საქართველოს ომში ჩართვაზეა საუბარი და თუკი მომავალში, მომავალში, იქ კონტექსტი ეს იყო და კარგად მოისმინოს ყველამ, საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ომი უნდა დაიწყოს ამ ქვეყანაში და რაღაცეები შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ ძალიან ცუდი შედეგები როგორც მინიმუმ რომ ან მსხვერპლი შეიძლება მოყვეს ამას და რისთვის არის განწირული ამ შემთხვევაში ეს ქვეყანა, რაც არ უნდა მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და ა.შ. ამ რისკებს ნურავინ გაწევს და ამ რისკებში ჩათრევას ნურავინ ეცდება. განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პაატა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, თითქოს მამუკა მდინარაძეს წამოსცდა, რომ წინასწარ წაგებულ ომში მონაწილეობა არ უნდა მიიღო და თითქოს ეს ეხებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება