fbpx

ადექით ახლა და გერმანიის კანცლერიც ჩაქოლეთ-თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი – ზუსტად ეს თქვა პოლიტიკურ ენაზე ირაკლი კობახიძემ და რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეორა გერმანიის კანცლერმაც. ადექით ახლა და ისიც ჩაქოლეთ კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ პუტინი ოკუპანტია და მისი ადგილი ცივილურ სამყაროში არ არის, მაგრამ ეს მოცემულობაც არ ქმნის პირდაპირ საფუძველს ავდგეთ და პასუხი მოვთხოვოთ ვინმე ვანიას, ლუდმილასა და სხვებს. რატომ?! იმიტომ რომ არ უნდა დავემსგავსოთ მტერს და არ უნდა გავიდეთ ცივილური დანაწესიდან – საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საომარი ვითარების ფარგლებს გარეთ ცივილური და კანონმდებლობით აღიარებული საერთაშორისო დანაწესები იცავს აქ ჩამოსულ ვანიასა და სხვებს, კი ბატონო, ჩვენს მტრებს!!! „მე და თქვენ ვთანხმდებით, რომ – რუსეთი ოკუპანტია! – რუსული პოლიტიკა ქართულ სახელმწიფოში დაუშვებელია! – ქართველის ხელით რუსული საქმის კეთება დროა აიკრძალოს! ამ ლოგიკით აუცილებელი ხდება – გამოძიებულ იქნას 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში შეგნებულად დაშვებული “შეცდომები”! -აუცილებელი ხდება პასუხი აგოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან გასხვისებული ყველა სტრატეგიული ობიექტისთვის! – აუცილებელი ხდება გასამართლდეს ხატია დეკანოიძე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ღალატობრივი განცხადებებისთვის! – აუცილებელი ხდება აიკრძალოს ომის პარტიის პოლიტიკური ბოგინი ქართულ სახელმწიფოში! მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენი,როგორც საზოგადოების უფლებაა სტუმარ- მასპინძლობა დავუპირისპიროთ მტრობას და ვთქვათ, რომ ყველა რუსი არ უდრის პუტინს. კიდევ ერთხელ ვთანხმდებით, რომ პუტინი ოკუპანტია და მისი ადგილი ცივილურ სამყაროში არ არის, მაგრამ ეს მოცემულობაც არ ქმნის პირდაპირ საფუძველს ავდგეთ და პასუხი მოვთხოვოთ ვინმე ვანიას, ლუდმილასა და სხვებს. რატომ?! იმიტომ რომ არ უნდა დავემსგავსოთ მტერს და არ უნდა გავიდეთ ცივილური დანაწესიდან. ზუსტად ეს თქვა პოლიტიკურ ენაზე ირაკლი კობახიძემ და რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გაიმეორა გერმანიის კანცლერმაც. ადექით ახლა და ისიც ჩაქოლეთ. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საომარი ვითარების ფარგლებს გარეთ ცივილური და კანონმდებლობით აღიარებული საერთაშორისო დანაწესები იცავს აქ ჩამოსულ ვანიასა და სხვებს, კი ბატონო, ჩვენს მტრებს!!! „ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება