fbpx

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ცდილობს, გეგმა მოქმედებაში მოიყვანოს, რაც არ გამოუვა, ქართველი ხალხი მტკიცედ დგას ქვეყნის ევროპული მომავლის, მშვიდობის სადარაჯოზე

საქართველომ ამ ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ბევრი ფეიკნიუსის მიუხედავად, ბევრი ლობისტის ძალიან ცუდი საქციელის თუ მათი დავალების მიმცემის ძალიან ცუდი საქციელის მიუხედავად, მაინც წინ წაიწია. ევროკომისიის პოზიციაში გაჩნდა ასეთი ტერმინი – „ევროპული პერსპექტივა“ და მიიღო ევროპერსპექტივა. – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანოს, რაც არ გამოუვა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ამავდროულად ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის სადარაჯოზე.

„ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ მოვუწოდეთ, აქ სასპეკულაციო რომ არაფერი იყოს და რაღაც გავლენა თუნდაც რომელიმე ნეგატიურ პუნქტზე, ან შედეგზე არ იქონიოს ამ ყველაფერმა, გაემიჯნეთ იმ გეგმას, რომელშიც გამხილეთ. ისინი არათუ გაემიჯნენ დღეს, უკვე მტკიცებულებების დონეზე ადასტურებენ თავადვე ამ მოწოდებებით, რომ ისინი ამ გეგმას ელოდებოდნენ. საერთოდ არ უნდათ იმაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტის გადატანა, რომ ამასობაში საქართველომ ამ ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ბევრი ფეიკნიუსის მიუხედავად, ბევრი ლობისტის ძალიან ცუდი საქციელის თუ მათი დავალების მიმცემის ძალიან ცუდი საქციელის მიუხედავად, მაინც წინ წაიწია. ევროკომისიის პოზიციაში გაჩნდა ასეთი ტერმინი – „ევროპული პერსპექტივა“ და მიიღო ევროპერსპექტივა. ამის მიუხედავად, ისინი ამ გადაწყვეტილების მეორე ნაწილზე ამახვილებენ მხოლოდ ყურადღებას და ცდილობენ, რომ თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანონ ამის საფუძველზე, რაც არ გამოუვათ, რადგანაც ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ამავდროულად ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის სადარაჯოზე. ამიტომ არის, რომ ამხელა მხარდაჭერა გვაქვს დღეს ჩვენ, რომელითაც თამამად ვსაუბრობთ თქვენს, ქართული საზოგადოების და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება