fbpx

დავით მათიკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე: გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო

გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან ახლა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები.

„ამ ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით, როდესაც ევროკომისია იმუშავებს, მოლოდინი გვქონდა გადაწყვეტილება იქნებოდა სამართლიანი. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ, ევროპის მხრიდან ახლა მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, რადგან ამას ქვეყანა იმსახურებდა.

„თუ ტექნიკურ ადგილს დავუბრუნდებით საქართველო ტრიოსთან მიმართებით პირველ ადგილზე იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება