fbpx

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: სპეკულაცია რომ ვერ მოეხერხებინათ, კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ – თუ ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს

თუკი ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. როდესაც ისინი [ოპოზიციონერები] უკავშირებენ სხვადასხვა საკითხებს სპეკულაციურად ამ თემებს, ყველამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ პრინციპული პოზიცია არის დასაფიქსირებელი, რა წინადადებები აქვთ – რით შეიძლება ეს პროპაგანდა დავაზღვიოთ და პრევენცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შესთავაზა ოპოზიციას იმ მიზნით, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა იმ ნორმების და წინადადებების შემუშავებაში, რაც ქართულ საზოგადოებას ფსევდოლიბერალიზმის მავნე ზეგავლენისგან დაიცავს. ამ წინადადებების შემუშავებისგან პირდაპირ გამიჯვნა კი, მდინარაძის თქმით, პროპაგანდის მხარეს დგომას ნიშნავს.

“მათ [ოპოზიციას] რომ რაღაცების სპეკულაცია ვერ მოეხერხებინათ, ჩვენ ხომ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ? – მობრძანდით და თქვენ დაწერეთ ნორმა, პრევენცია რით მოვახდინოთ. იქნებ მისაღებია, იქნებ ეს ნორმა უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვით, კონსტიტუციის მე-2 თავის ყველა პუნქტის, ყველა პრინციპის დაცვით პროპაგანდის პრევენციას. რას არ დაუჭერენ მხარს? ვეუბნებით, აბა, მოიტანეთ თქვენი წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ ქართული საზოგადოება ამ მავნე ზეგავლენისგან, ჩვენი მომავალი თაობები როგორ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან. უფლებების დაცვის კონტექსტში არ ვეხებით არაფერს. კი არ მოაქვთ საკითხები და კი არ გვთავაზობენ რამეს, არამედ პირდაპირ გვემიჯნებიან – ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება