fbpx

გურამ მაჭარაშვილი: რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებენ, თურმე დედიკო და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკო ნორმალური მშობლები არიან

“ოპოზიცია აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში – ერთი მხრივ, ის თქვან, რომ მომხრე არიან ლგბტ და გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის, ასე საჯაროდ, ცუდი იქნება იმიტომ, რომ მათივე ამომრჩეველშიც კი, ძალიან ბევრი კონსერვატორი ადამიანია,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მხრივ, ოპოზიცია რომ ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავ კანონს მიემხროს, ამას მათი პატრონები ქვეყნის გარედან არ მოუწონებენ.

„ლგბტ ანუ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ძალიან კარგი იქნება თუ მივიღებთ ამ კანონს, იმიტომ, რომ უნდა დარეგულირდეს და დავიცვათ ჩვენ ქართული საზოგადოება ამ ლგბტ პროპაგანდისგან. 15-20 წლის წინ, ამ ყველაფერს ღიმილით კი ვხვდებოდით, მაგრამ ხომ ხედავთ, უკვე 4-5 წლის წინ გაასერიოზულეს ეს საკითხი და მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ბავშვის ფსიქოლოგიაში შევიდნენ, თურმე დედიკო და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკო ნორმალური მშობლები არიან.
ოპოზიცია აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში – ერთი მხრივ, ის თქვან, რომ მომხრე არიან ლგბტ და გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის, ასე საჯაროდ, ცუდი იქნება იმიტომ, რომ მათივე ამომრჩეველშიც კი, ძალიან ბევრი კონსერვატორი ადამიანია. მეორეს მხრივ, თქვან, რომ დიახ, ამ კანონს მივიღებთ, ესეც პრობლემა იქნება იმიტომ, რომ მათი პატრონები ამას არ მოუწონებენ“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება