fbpx

მამუკა მდინარაძე დევიდ ლის განცხადებაზე – უმძიმესი ბრალდებაა, დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში

დევიდ ლის განცხადება არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადებას.
მისი თქმით, როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს.
„ის განცხადება, რაც მან გააკეთა არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში. როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება