fbpx

გია ცაგარეიშვილი – რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია

რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ერევა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ელჩზე ზეწოლა უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია.

„რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე და ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია, რბილად რომ ვთქვათ, ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აქებდა და ადიდებდა ან მიხეილ სააკაშვილს, ან ნაციონალურ მოძრაობას“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება