fbpx

მალე დაბა მანგლისში გაზიფიცირება დამთავრდება

მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ დაბა მანგლისში გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ , მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით

სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამების შესახებ ესაუბრა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება