fbpx

ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი – გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, იმის თქმა, რომ გამოძიებამ არ იმუშავა, უნამუსობაა.

„სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი. სამწუხაროა, რომ ამასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ.

ოპოზიციის მთელი მიზანი არის ის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ სადისტური მმართველობა არის კრიმინოგენული ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს.

დღეს, როცა დანაშაული ხდება დემოკრატიულ სამყაროში, იმაზე საუბარი არცერთი ქვეყანაში არ არის, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ სადიზმი დააკლეს მმართველობას. ეს არის თვითონ უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება