მაკა ბოჭორიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე: სამწუხაროდ, მაშინ ვერავინ ვერ ათქმევინა ევროპას, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ეს შეიფუთა, როგორც კონფლიქტი საქართველოში და დღემდე ამ ტერმინს იყენებს ევროპული მხარე – ცოტა ხნის წინ ბორელს წამოსცდა, რომ ეს იყო ოკუპაცია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების განხილვასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, უსმენენ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 2008 წელს, როდესაც ვერავინ ვერ ათქმევინა ევროპას, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მაშინ ეს შეიფუთა, როგორც კონფლიქტი საქართველოში და დღემდე ამ ტერმინს იყენებს ევროპული მხარე. „საქართველო იყო ბოლო ვინც დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი 2012 წელს. უკვე ის პერიოდია, როდესაც მოლდოვას ფაქტობრივად ჰქონდა ბოლომდე მიყვანილი უვიზო მიმოსვლის დიალოგი. უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან და ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, ზუსტად მაშინ 2008 წელს, როდესაც სამწუხაროდ, მაშინ ვერავინ ვერ ათქმევინა ევროპას, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მაშინ ეს შეიფუთა, როგორც კონფლიქტი საქართველოში და დღემდე ამ ტერმინს იყენებს ევროპული მხარე და წამოცდა ერთგვარად ცოტა ხნის წინ ბორელს, რომ ეს იყო ოკუპაცია. ძალიან ბევრი ძალისხმევა დავხარჯეთ ჩვენ იმისთვის რომ სამართლებრივი შეფასება ყოფილიყო სწორი და თქვენც მადლობა, როგორც იუსტიციის მინისტრმა არ დააკელით ნამდვილად ძალისხმევა იმისთვის რომ სამართლებრივად დარქმეოდა ამას თავისი სახელი მაშინ როდესაც 2008 წელს ცხელი ომის ფაზის პერიოდში ეს ვერ მოხერხდა, მაშინდელი ხელისუფლების მიერ რომ სწორად შეფასებულიყო ის, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო იყო ბოლო 2012 წელს, ვინც საუბარი დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე, რადგანაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. „სწორედ მას შემდეგ მიეცათ უკრაინასაც და მოლდოვასაც შესაძლებლობა, რომ გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები დაეწყოთ უვიზო მიმოსვლა და საქართველო იყო ბოლო 2012 წელს. ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იდგა დღის წესრიგში. თუ გახსოვთ ევროკავშირმა ინიცირება გაუკეთა „ადამიანის უფლებათა დიალოგს“ მაშინ და დღეს საჯაროდ გვესაუბრებიან, რაღაც ის არის კამპანიებია ხო მაშინ ასე არ იყო შეხვედრები იყო დახურული ძირითადად და შეხვედრების ბოლოს ადამიანის უფლებათა დიალოგის ერთ-ერთი შეხვედრა ლამის დილამდე გაგრძელდა 2011 წელს თუ სწორად მახსოვს. ყოველწლიურად იზრდებოდა იმ საქმეების მოცულობა, რომელსაც ევროპული მხარე გადმოცემდა ხოლმე მაშინ ქართულ მხარეს თუმცა დალუქული და დახურული კონვერტებითდა ეს საჯარო არ იყო. საქართველო სხვადასხვა ფორმით იყო ეს ძირითადად მინისტრის მოადგილის დონეზე იმართებოდა ხოლმე და სხვადასხვა უწყებები იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი სწორედ კონკრეტული საქმეები, რომელიც ახლა იქ საჯარო მოხელეებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და გარკვეულწილად მიდიოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, თუმცა საინტერესო იყო რომ მოცულობას მაინც ვხედავდით, რომ ეს საქმეები იზრდებოდა და ბევრი რაოდენობით იყო. ეს ალბათ იყო ფაქტორი გარკვეულწილად, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ უვიზო მიმოსვლა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხებისგან შედგებოდა“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილი იხსენებს 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილებისას, როდესაც ჯერ კიდევ სალომე სამადაშვილი იყო ბრიუსელში ელჩად, ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ ევროკომისარი არ ჩამოსულიყო საქართველოში და არ გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა, რაღაცნაირად გაწელილიყო პროცესი. „იქ ოთხი ბლოკი იყო სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პროგრესი უნდა გვეჩვენებინა და მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პირველ საკანონმდებლო ფაზაზე 2013 წლიდან, როდესაც სამოქმედო გეგმა გადმოეცა და სხვათა შორის ეს იყო საინტერესო მომენტი. მაშინ ჯერ კიდევ ქალბატონი სალომე სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მაშინ, როდესაც აქტიურად განვიხილავდით როდის უნდა ჩამოსულიყო ევროკომისარი. მაშინ ქალბატონი სესილია ვალმსტრომი გახლდათ შინაგან საქმეთა კომისარი, რომელსაც უნდა გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად შეფერხების პროცესიც მე მახსოვს ეს პერიოდი კარგად ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ ეს დროულად არ მომხდარიყო დროულად არ ჩამოსულიყო არ გადმოეცა ეს სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად გაწელილიყო ეს პროცესი. თუმცა მე მახსოვს, თებერვალი იყო 2013 წლის იქიდან მოყოლებული საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, თუმცა ყოველთვის იმ პერიოდშიც ქართული დელეგაცია, როდესაც ხვდებოდა ოპოზიციის მხრიდან ბრიუსელში აქტიურად იყო მცდელობები, რომ ეს საკითხი ინსტრუმენტად ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყოველთვის, მუდმივად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ საკითხის პოლიტიზირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, თუმცა იმდენად კარგად აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს, იმდენად კარგად მიდიოდა ეს პროცესი, რომ ამ კრიტიკულ მომენტებშიდაც და შეფასების პროცესშიც შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის“,-განაცახდა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება